ბიძინა ივანიშვილს აქვს ქეისი, რომელიც სამარცხვინო იქნება ყოველთვის. როდესაც გამოვიდა და ადამიანებს, მებრძოლებს, ჯარისკაცებს მოუწოდა ვიღაცებისთვის ბოდიშის მოხდა,- ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
გახარიას თქმით, ოვანიშვილის ამ განცახდების შემდეგ არა მხოლოდ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაგვცინეს, არამედ კოკოითმაც კი მოთხოვნები წამოაყენა.
ბიძინა ივანიშვილს აქვს ქეისი, რომელიც სამარცხვინო იქნება ყოველთვის. როდესაც გამოვიდა და ადამიანებს, მებრძოლებს, ჯარისკაცებს მოუწოდა ვიღაცებისთვის ბოდიშის მოხდა, მეორე დღეს მისი პრემიერ მინისტრი, გოშია, გამოვიდა და ომი საკუთარ ქვეყანას დააბრალა, ამის შემდეგ ხომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაგვცინეს და დღეს გამოვიდა კოკოითი და თქვა, რომ თრსუოს ხეობა და გუდაურამდე ჩვენია და უნდა მოგვცესო და აი, ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით უფრო მეტი მოიპოვოს.
იცით კიდევ რა არის ღალატი, როცა ღარიბ ქვეყანაში, შენი მოქალაქეების ჯიბეში ჩაძვრები და იქიდან ფულს ამოიღებ და მერე შენი ოჯახის წევრებს სხვაგან გადააფრენ და ამით ისარგებლებ , აი ესაა.
ღალატია, როცა შენი ოჯახის წევრები ევროპული სიკეთეებით სარგებლობენ, შენ აქ გამოდიხარ და მოსახლეობას მოუწოდებ, რომ ევროპა ცუდია და ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა გახარიამ.