კოალიცია “ჩემი ხმა“ საჯარო სკოლებში მშობლების პირადი ინფორმაციის მოთხოვნას არაკანონიერად მიიჩნევს და განათლების სამინისტროს მოუწოდებს, გააკეთოს განმარტება, თუ რაში დასჭირდათ მოსწავლეებისგან ამ ინფორმაციის შეგროვება.
ლონდა თოლორაია საკითხის შესწავლას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსაც სთხოვს.
„სკოლაში მოსწავლეებისგან გროვდება, მათი მშობლების პერსონალური მონაცემები, აუცილებლად ამ საკითხზე განმარტება უნდა გააკეთოს განათლების სამინისტრომ, რაში დასჭირდა მოსწავლეებისგან ამ ინფორმაციის შეგროვება, ვინაიდან, მათ ისედაც აქვთ ბავშვების კანონიერი წარმომადგენლის შესახებ მაქსიმალური მონაცემები, რაც საჭიროა, ბავშვების სასწავლო პროცესის მართვისათვის. აგრეთვე აღნიშნული საკითხი უნდა შეისწავლოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა“, - განაცხადა თოლორაიამ.