საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი თბილისიდან 60კმ-ში, ქალაქ თიანეთიდან ჩრდილოეთით 25კმ-ში, კურორტ ვაჟას-წყაროსთან ერთ კმ-ში მოხდა. მიწისძვრის სიძლიერემ 3,8 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები თბილისის დროით 09:03 საათზე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, თიანეთთან მიწისძვრა დღეს, 04:53 საათზეც მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდას შეადგენდა.