“მიუხედავად იმისა, რომ მედიის მთავარი ფუნქცია კითხვების დასმაა, ის არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს მოქალაქე, რომელ ეთნიკურ ჯგუფს განეკუთვნება. კონსტიტუციის და კანონის თანახმად ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ", - წერს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი Facebook-ის პირად გვერდზე.
POSTV-მ 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მათი ჟურნალისტი კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკითხება, რატომ მალავს "სომხურ წარმომავლობას", რისი "დამადასტურებელი ფაქტებიც" აქვთ. "სომხები ხომ ჩვენი მოძმე ერი არიან, საუკეთესო ხალხი", "რატომ გრცხვენიათ?" - ეკითხება ჟურნალისტი მამუკა ხაზარაძეს.