როგორ შეიძლება, შენს მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა, როგორ შეიძლება, შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება, ამის შემდეგ რაღაც ტექსტი დაწერო და ვიღაცა შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს - გიორგი გახარია
როგორ შეიძლება, შენს ქვეყანას და შენს მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა, როგორ შეიძლება, შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება, ამის შემდეგ რაღაც ტექსტი დაუწერო და ვიღაცა შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს - გიორგი გახარია
ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ განაცხადა.
გიორგი გახარიას მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადების თაობაზე დაუსვეს კითხვა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, ივანიშვილს ექნება შესაძლებლობა, რაღაც განმარტებები გააკეთოს, რადგან მერწმუნეთ, ეს განმარტებები იქნება ბევრად საჭირო, პირველ რიგში, მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, განმარტებები არ იქნება, იქნება სხვა ქმედებები, რადგან საზოგადოებაში არსებობს კითხვები, როგორ შეიძლება, შენს ქვეყანას და შენს მოქალაქეებს, რომლებმაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, მოსთხოვო ბოდიშის მოხდა. როგორ შეიძლება, შენ შენს სახელმწიფოს დააბრალო ომის დაწყება, მაშინ, როცა იცი, რომ არაღიარების პოლიტიკა არის უზარმაზარი რისკის ქვეშ შენს გამო, რადგან დაანგრიე საერთოდ ნორმალური ურთიერთობა დასავლეთთან და აქ არის პირდაპირ ჯაჭვი თანმიმდევრული მოვლენების. ამის შემდეგ რაღაც ტექსტი დაუწერო და ვიღაცა შენი მონა, კლოუნი გამოვიდეს. ძალიან სახიფათო ველზე შედიან, რადგან მე უკვე ვიწყებ ფიქრს, ხომ არ მოვიდა დრო, რომ არჩევნების შემდეგ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელზეც დადგება ყველა ის საკითხი, რომლებიც მათ ასე ჩამოთვალეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საპარლამენტო კომისიის ფარგლებში საზოგადოება მისთვის საინტერესო ძალიან ბევრ რამეს გაიგებს, ოღონდ არჩევნების შემდეგ, რადგან მე არ ვარ ისეთი მდაბიო, როგორც ზოგიერთი, რომ წინასაარჩევნო ინტერესებში მსგავსი თემები გამოვიყენო. მერწმუნეთ, ის ისტერიკა, რომელიც დღეს „ოცნებას“ სჭირს, პირდაპირ მიუთითებს ჩვენს მზარდ მხარდაჭერასა და მათ თავისუფალ ვარდნაში მყოფ მხარდაჭერაზე. ასე რომ, მოკითხვა გადაეცით“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია ერთი ხელიდან მართული აგენტურაა, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მათთვის მიცემული თითოეული ხმა არის უდიდესი ხიფათი ქვეყნის არსებობისთვის“.