Disney-მ მომავალი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის "მოანა 2“-ის ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა.
პოპულარული ისტორიის გაგრძელება, რომელიც 2016 წელს გამოვიდა, 27 ნოემბერს არის დაგეგმილი. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი დეივ დერიკ უმცროსია, ნამუშევარი მისი დებიუტი იქნება.
თავდაპირველად, Disney+-ისთვის წარმატებული მულტფილმის გაგრძელება უნდა გამხდარიყო სერიალი, მაგრამ შემდეგ ის გადაკეთდა ფილმად.
ფილმში მოვლენები იწყება სამი წლის შემდეგ, რაც მოანა თავისი ხალხის ლიდერი გახდა.
მოანას ესმის თავისი წინაპრების ხმა და იწყებს ახალ მოგზაურობას, რათა გააერთიანოს თავისი ხალხი და გატეხოს მათზე მოხვეული წყევლა. გმირებს ოკეანიის შორეულ ზღვებში ახალი საფრთხეები ელოდებათ.