ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ ჩვენ მოგვშორდებით, გამოგყვებით და შეგევედრებით, რომ დაბრუნდეთ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებაში, რომელიც მან 3 ოქტომბერს, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
მივმართავ ქართველებს: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ. როგორ გინდა, რომ გმართონ და ქვეყნების რომელ ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდეთ. მაგრამ როგორ უნდა გაწევრიანდეთ ევროკავშირში? თქვენ უნდა მიიღოთ ევროკავშირის თითოეული კანონმდებლობა. როცა ამას გააკეთებთ, როცა ევროკავშირის კანონები აქ ქვეყნის კანონები გახდება, თქვენ წევრი გახდებით. თუ არ გააკეთებთ, თქვენ არ ხართ წევრი. ძალიან მარტივად გასაგებია.
და გთხოვთ დამიჯერეთ: ჩვენ ვართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ვწყვეტთ, ვინ და როდის შემოგვიერთდება. კანდიდატები ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ. როგორც მეგობარს და მე მჯერა, რომ ამ დარბაზში ბევრია, ვინც შეიძლება დაამტკიცოს, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებდი, როგორც მეგობარი, უნდა გითხრათ: თქვენ საფრთხეში ხართ, რომ ხელიდან გაუშვათ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა და პრივილეგირებული პარტნიორობა...
ნება მომეცით, პირად შეხედულებაც გაგიზიაროთ: ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ ჩვენ მოგვშორდებით, გამოგყვებით და შეგევედრებით, რომ დაბრუნდეთ. ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის“, - თქვა ელჩმა. [ტაბულა]