ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამე იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე“, - ასე ეხმიანება მერი კახა კალაძე ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელშიც მან სამარცხვინო და შემზარავი უწოდა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებსა და ვიდეორგოლებს.
კალაძე ამბობს, რომ ეს განცხადებები, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა
„ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის ერთ მხარეს და მეორე მხარეს. ერთ მხარეს არის მშვიდობა, სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, ოჯახების კეთილდღეობა. მეორე მხარეს არის ომი, ნგრევა, სოფლების განადგურება, გაუბედურება, ტერიტორიების დაკარგვა, გამოვლილი გვაქვს ეს უკვე. 2008 წელს, სამწუხაროდ, საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რამხელა საშინელების მომტანია ომი. არ გვინდა იგივე გავიმეოროთ, შესაბამისად, ეს განცხადებები, რასაც ვისმენთ ელჩის მხრიდან, პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა და აქაც, რა თქმა უნდა, უნდა მოვუწოდოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები. წარმოიდგინეთ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე“, – განაცხადა კახა კალაძემ.