ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დედაქალაქი სოხუმი და რუსეთის ფედერაციის ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქი გროზნო დაძმობილებული ქალაქები გახდნენ. ინფორმაცია სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქებმა პირობა დადეს, რომ განავითარებენ თანამშრომლობას სამეცნიერო, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში, ასევე სპორტისა და ტურიზმის სფეროებში.
შეთანხმებას ხელი ქალაქ გროზნოში, სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბესლან ეშბამ და გროზნოს მერმა, ხას-მაგომედ კადიროვმა მოაწერეს.
27 სექტემბერს სოხუმი და რუსეთის ქალაქი ნიჟნი ნოვგოროდი დაძმობილდნენ.