3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7335 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.76 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0175 ლარი გახდა.
4.35 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5861 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 8 თეთრი შეადგინა.