კიდევ ერთი აღმოჩენა დაუკავშირდა ლეონარდო და ვინჩის სახელს. ანტუან ლაგუშერის არქივში რომელიც 150 წლის წინ გარდაიცვალა ლეონარდო და ვინჩის ახალი ხელნაწერი იპოვეს.
ხელნაწერი ქალაქ ნანტის არქივში იქნა ნაპოვნი, რომელსაც ანტუან ლაგუშერის გარდაცვალების შემდეგ მისი კოლექცია გადაეცა.
ლეონარდო და ვინჩის წიგნი იტალიურ ენაზეა და ის სარკის ანარეკლშია დაწერილი.
მეცნიერები უკვე შეუდგნენ ნაწერის გაშიფვრას.
სიანტერესოა რომ ლაგუშერის არქივმა უკვე რამდენიმე სიურპრიზი შესთავაზა მსოფლიო საზოგადოებას.
ორი წლის წინ მის კოლექციაში აღმოჩენილ იქნა მოცარტის აქამდე უცნობი ნაწარმოები.