ქართველებო, თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი გზით მიჰყავხართ, – ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელში წერს.
მაფოლი ეხმინება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი“ მიღების შესახებ.
„მიდით, ქართველებო, შეაჩერეთ ევროპიდან უკან დახევა. ნამდვილად გსურთ გახდეთ შემდეგი ბელარუსი? თქვენს პრორუს ლიდერებს ძალიან ცუდი გზით მიჰყავხართ“, – დაწერა მაიკლ მაკფოლმა.