ივანიშვილის გორში გაკეთებული განცხადება არის პუტინს დავალება, რომელიც მან ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიიღო, უნდა შეასრულოს ბოლომდე, სანამ ხელისუფლებაშია. სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას ის, რაც სჭირდება პუტინს, რადგან შეცვალოს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, სადაც დადგინდა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ.
„გორში ივანიშვილის გაკეთებული განცხადება იყო მოღალატეობრივი. ივანიშვილმა და მისმა პატრონებმა კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ ივანიშვილის ეს მოღალატური ბანდა ამ არჩევნებს აგებს, ამიტომ მან ის დავალება, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიიღო პუტინისგან, უნდა შეასრულოს ბოლომდე, სანამ ხელისუფლებაშია. სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას ის, რაც სჭირდება პუტინს, რადგან მან თავიდან ბოლომდე შეეცადოს გადაწეროს არა მარტო საქართველოს ისტორია, არამედ შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ჰააგის და სტრასბურგის სასამართლომ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით და სადაც დადგინდა, რომ რუსეთი არის აგრესორი და არა საქართველო ომის დამწყები, სადაც დადგინდა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მან განახორციელა ეთნიკური წმენდა, ეს უნდა გადაატრიალოს თავდაყირა. პუტინს სურს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა და მას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, მას ასევე სურს, რომ პუტინმა თავიდან აიცილოს ის ფინანსური სანქციები, რომლის გადახდა მას მოუწევს ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის, რაც მან განახორციელა 2008 წელს.“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ