“ეს არის მორიგი ტყუილი “ქართული ოცნების” მხრიდან, მათ ახლა მასწავლებელები მოატყუეს. ადამიანები, რომლებმაც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღზარდონ. „ - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ მასწავლებელთა ხელფასების შერჩევით ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მასწავლებლებმა ღირსეულ საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ანაზღაურებით უნდა იცხოვრონ:
“ეს არის მორიგი ტყუილი “ქართული ოცნების” მხრიდან, მათ ახლა მასწავლებელები მოატყუეს. ადამიანები, რომლებმაც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღზარდონ. ცხადია, აქაც შერჩევით მოხდა ხელფასების ზრდა, უამრავი მათგანი აღმოჩნდა მოტყუებული და ჩვენ ერთი რაღაც უნდა ვიცოდეთ, ეს ადამიანები უნდა დაფასდნენ. ეს ადამინები, რომლებიც ზრდიან ჩვენ მომავალ თაობას, მათი შრომითი პირობები უნდა იყის გაუმჯობესებული, ამისათვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
26 ოქტომბრის შემდგომ ეს ყველაფერი დასრულდება, თითოეული მასწავლებელი იქნება დაფასებული. ეს ადამიანები იცხოვრებენ ღირსეულ საქართველოში და ექნებათ ღირსეული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ანაზღაურება და ექნებათ ანაზღაურება, რომელიც მათ ეკუთვნის და რომელსაც ისინი იმსახურებენ.” - განაცხადა ჯაფარიძემ.