საქართველომ რეგიონში მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში "ამერიკან ინტერპრაიზში" სიტყვით გამოსვლისას.
"თქვენ იცით, რომ საქართველოში ცვლილებები ხორციელდებოდა და ჩვენი ქვეყანა საგრძნობლად შეიცვალა. დააკვირდით სად იმყოფება საქართველო ამჟამად - მან მნიშვნელოვანი გავლენა მოიპოვა რეგიონში რადგან აქ თითქმის ყოველ კვირას ჩამოდიან დელეგაციები ყირგიზეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან", _ აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ისინი მოდიან, რომ საქართველოს გამოცდილება გამოიყენონ და ისწავლონ რეფორმების განხორციელება.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს "ამერიკან ინტერპრაიზში" გამართულ კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიას დაესწრება, რომელიც თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სხვა ქვეყნის ლიდერები.