საქართველო კრიმინალის თვალსაზრისით პალერმოს ჰგავდა. განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში "ამერიკან ინტერპრაიზში" სიტყვით გამოსვლისას.
"საქართველო პალერმოს მსგავსი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ ევროპაში კრიმინალის თვალსაზრისით. ახლა კი ევროპის საბჭოს კვლევის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების მხრივ მეორე ადგილზეა ევროპაში ისლანდიის შემდეგ", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ კრიმინალის ხარისხი საქართველოში ხუთჯერ ნაკლებია ვიდრე რუსეთსა და რამდენიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტს "ამერიკან ინტერპრაიზს" ეწვია. ინსტიტუტის პირადი მიწვევით პრეზიდენტი კონფერენციას დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის მემორიალურ ცერემონიას დაესწრება, რომელიც თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სხვა ქვეყნის ლიდერები.