პრემიერის რეაქცია არაადეკვატურია, შთაბეჭდილება გრჩება, რომ ზარქუა საუბრობს - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ირაკლი კობახიძის რეაქციას სენატში გაკეთებული განცხადებების შემდეგ.
„მნიშვნელოვანია დახმარება ჩვენი ქვეყნის მიმართ. არაადეკვატურია რეაქცია პრემიერ-მინისტრის. შთაბეჭდილება გრჩება, რომ ზარქუა საუბრობს. საერთოდ დაკარგული აქვს მოვლენებზე რეალობა და ასეთი ენით საუბარი ძალიან სამარცხვინო არის, იმიტომ, რომ იმის იქით ფსკერის გარღვევაც არ არის. ასეთი ენით პრემიერმინისტრები, რომც ფიქრობდნენ, არ საუბრობენ", - განუცხადა გოგიჩაიშვილმა ტვ პირველს.