პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარიას განცხადებით აშშ-ის სენატში "ქართული ოცნების" მისამართით გაკეთებული განცხადებები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ჩემთვის ეს მოულოდნელი არ არის და როგორ შეიძლება ეს მოულოდნელი იყოს მაშინ როდესაც, მმართველი პარტია აშშ-ს, ისევე როგორც ევროკავშირის ევროკავშირს, ყველანაირი მტკიცებულებების გარეშე ადანაშაულებს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის ორგანიზებაში, ქვეყნის სუვერენიტეტის ჩარევაში და კიდევ ბევრ რამეში. რა თქმა უნდა, ეს დაძაბული ურთიერთობებიც არ არის. ეს არის საბოლოო ჯამში ქვეყნის იზოლაციისთვის გაწირვა. „ოცნება“ სამწუხაროდ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუებაა, ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ პარტიად და ეს მატყუარა პოლიტიკური პარტია ასეთ ტყუილებს და დეზინფორმაციას ავრცელებს. საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამომრჩეველს ატყუებს და ერთმანეთს აპირისპირებს", - ამბობს გახარია.