მადაგასკარიდან ზანზიბარისკენ მცურავ საკრუიზო ლაინერს შპირიტ ოფ Aდვენტურე, სადაც 350 მგზავრი იმყოფებოდა, სომალელი მეკობრეები დაესხნენ თავს. ინცინდენტი მაშინ მოხდა, როცა მგზავრები რესტორანში ოფიციალური სადილისთვის ემზადებოდნენ.
ლაინერს ადევნებული საეჭვო გემის შემჩნევისას ეკიპაჟის ყველა მგზავრმა ქვედა დახურულ სართულს შეაფარა თავი, გემმა კი მაქსიმალური სიჩქარით გაცურა. ამით მათ მოახერხეს 50 წუთით დაშორებოდნენ მდევრებს და, შესაბამისად, საფრთხეც აიცილეს.
ორკვირიანი კრუიზი, რომლის ღირებულებაც ორი ათასი ევროა, 17 იანვარს კენიის პორტ მომბასში დასრულდება.
ცნობისთვის, ლაინერი მალტის დროშით მიცურავდა.