“ოცნების” მიზანი იყო საპარლამენტო სია გაეკეთილშებონიებინათ, თუმცა საბოლოო ჯამში მოხდა პირიქით, რომ ჩვენს ცნობილ სპორტსმენებს, მათ რეპუტაციას და სახელებს მოსცხეს ჩირქი,” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო სიასთან დაკავშირებითგ ანაცხადა
“ოცნების” სიასთან დაკავშირებით ჩემი აზრით კითხვა სხვაგვარად უნდა დავსვათ, ეს ადამიანები იქნებიან ოპოზიციაში თუ ამ ოცეულიდან რამდენიმე მათგანი შეუერთდება ახალ კოალიციას, რომელსაც ძირითადად დღევანდელი ოპოზიცია დააკომპლექტებს? ეს არის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა და არა უბრალოდ სახელები და გვარები, რადგან დანარჩენი ჩვენ ყველამ ვიცით, ესენი არიან “ოცნების” სახეები გასაკეთილშობილებლად ამ სიის და ამ სახელების და გვარების დაამატეს რამდენიმე ჩვენი ცნობილი სპორტსმენი, საბოლოო ჯამში ალბათ ყველაფერი მოხდა პირიქით, მათ რეპუტაციას, ამ ადამიანების სახელებს მოსცხეს ჩირქი და არა იმ მიზანს მიაღწიეს, რაც დაგეგმილი ჰქონდათ, რომ თავიანთი სია გაეკეთილშობინებინათ, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი შეკითხვა არის იმასთან დაკავშირებით, მათ ეყოფათ თუ არა ნებისყოფა იყვნენ მომავალი მთავრობის ოპოზიციაში თუ რამდენიმე, ჩემი ვარაუდით 3-4 მათგანი შეუერთდება ახალ კოალიციურ მთავრობას?” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.