“ვფიქრობ, არჩევანი ძალიან მარტივია, ერთ მხარეს არის” ქართული ოცნება”, რომელიც ბლოკავს 14 მილიარდს და უნდა, რომ უარი გვათქმევინოს ევროკავშირზე. მეორე მხარეს ვართ ჩვენ, “ ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა” ნომერი 5 და ჩვენ შეგვიძლია ეს 14 მილიარდი მოვიტანოთ.” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველებს ევროპული პასპორტი არაერთ კეთილდღეობას მოუტანს.
“ვფიქრობ, არჩევანი ძალიან მარტივია, ერთ მხარეს არის” ქართული ოცნება”, რომელიც ბლოკავს 14 მილიარდს და უნდა, რომ უარი გვათქმევინოს ევროკავშირზე. მეორე მხარეს ვართ ჩვენ, “ ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა” ნომერი 5 და ჩვენ შეგვიძლია ეს 14 მილიარდი მოვიტანოთ და არ დარჩეს არც ერთი სეგმენტი ქვეყანაში, ვინც კონკრეტულ შემოსავალს არ მიიღებს აქედან. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენი პასპორტიდან, რომელსაც ახლა ხედავთ, ერთ ერთი პირველი თემა, როგორც თინამ თქვა არის კი ევროპას.
კი ევროპას ნიშნავს უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან, ნიშნავს ევროპულ პასპორტს თქვენთვის და რაც მთავარია ნიშნავს 14 მილიარდ ევროს საქართველოსთვის, რომლითაც თქვენ ყველას შეგიძლიათ ისარგებლოთ. წინ გამარჯვებისკენ, კი ევროპას და გააფერადეთ ნომერი 5 .” - განაცხადა ვაშაძემ.