სტუმარი რომ ხალხს რანგებად დაგიხარისხებს, არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტს.
,,სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ. მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, მასზე რანგით დაბალ წევრებს შეხვდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.