კობახიძე და ივანიშვილი არიან გამწარებულები, იციან აგებენ არჩევნებს და ახლა გადაწყვიტეს შტაბის ხელმძღვანელი აიყვანონ მძევლად, დაიჭირონ ან მთელი საარჩევნო კამპანია ატარონ სასამართლოებზე - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმაგანაცხადა
ხაბეიშვილმა მოუწოდა მოსამართლეს, შეწყვიტოს პროცესები და მისცეს შესაძლებლობა, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” შტაბის უფროსებსა და ლიდერებს მშვიდ გარემოში ჩაატარონ კამპანია.
“გამწარებულია კობახიძე, ივანიშვილი, აგებენ არჩევნებს, აგებენ განსაკუთრებით დედაქალაქში. გლდანში და სამგორში ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020-ში წააგეს არჩევნები და ახლა ორი შტაბის ხელმძღვანელი წინაზე მძევლად აიყვანეს, ახლა სასამართლოში უნდა ატარონ. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ მაღალანაზღაურებად ხელფასებზე, ადამიანების ყოფა როგორ შემსუბუქდეს, მაგრამ ვხედავთ, რომ მათ უნდათ პენსიების ზრდაზე კი არ ვილაპარაკოთ - არა! არამედ უნდათ, რომ დაიჭირონ ირაკლი ნადირაძე. 1000 ლარიან პენსიაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, უნდა დაიჭირონ ირაკლი ეძგვერაძე. საბანკო ოლიგარქიის დაშლაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, ამ ყველაფერზე კი არ უნდათ რომ ვილაპარაკოთ, არამედ სასამართლოში, დაკითხვებზე უნდა გვატარონ. დაკავებული უნდა ჰყავდეთ შტაბის ხელმძღვანელი რამდენიმე დღე. ცხადია, მოსამართლეც მონაწილეობს ამ ანტიდემოკრატიულ მოქმედებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელი გვეშლება საარჩევნო კამპანიაში. უკაცრავად, მაგრამ ისედაც ორი თვეა საარჩევნო კამპანია და თუ გლდანის ხელმძღვანელს სასამართლოში ატარებენ და დააკავებენ, სამგორის ხელმძღვანელს დააკავებენ და სასამართლოში ეყოლებათ, როგორ უნდა ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, როგორი დემოკრატიაა ეს? მათი სურვილით არც გლდანში უნდა ვილაპარაკოთ, არც სამგორში, სამეგრელოში ალბათ ანა წითლიძეს დაიჭერენ, იმერეთში კიდე ვიღაცას, ვინმე არ მოეწონებათ და დაიჭერენ, ეს როგორი საარჩევნო კამპანიაა? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა მშვიდად ვიმუშაოთ და ავუხსნათ ამ არჩევნების მნიშვნელობა. ივანიშვილი გვთავაზობს იზოლაციას და სიღატაკეს, ჩვენ ვთავაზობთ ევროკავშირს და ქვეყნის განვითარებას. ძალიან მარტივი არჩევანია და უნდა იცოდეს თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში ვიზებითაც კი აღარ შეგვიშვებენ ევროპაში, არათუ უვიზოდ. ქვეყანა დაიხურება მართლა ჩალით და დავემსგავსებით ჩეჩნეთს და ამ ქვეყნის ჩეჩნეთიზაცია აქვს გადაწყვეტილი ზუსტად ივანიშვილს. მთავარი მოთხოვნაა სასწრაფოდ შეწყდეს ეს ე.წ. სასამართლო პროცესები და მოგვეცეს შესაძლებლობა ვემუშაოთ ადამიანებს. დავდივართ ყველგან საქართველოს მასშტაბით და ვესაუბრებით ხალხს და გვაცადონ ადამიანებთან კომუნიკაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯერზე მიიღებენ წინააღმდეგობას. არავინ არ აპირებს დანებებას და ხელების ჩამოშვებას, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. მოსამართლეს განაჩენი არ გამოუტანია, გადაიდო და ახლა მთელი საარჩევნო კამპანია უნდა ვიაროთ დაკითხვებზე, სასამართლო პროცესებზე. სასაცილოა, რომ თურმე ირაკლი ნადირაძე ყოფილა საზოგადოებისთვის საშიში პიროვნება და კობაიძე არის დალაგებული და გომელაური არასახიფათო ადამიანი, რომელიც ქუჩაში სცემს 19-20 წლის ახალგაზრდებს თავისი ზონდერი ხარებას მეშვეობით. თურმე ეს ხალხი უნდა იყოს თავისუფლებაზე და ჩვენ არ შეგვიძლია ხალხთან საუბარი. ასე არ გამოვა მეგობრებო, აუცილებლად ყველგან შეგხვდებათ წინააღმდეგობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსამართლეს, რომ შეწყვიტოს ეს პროცესები და მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” შტაბის უფროსებს და ლიდერებს მშვიდ გარემოში ჩავატაროთ კამპანია და ავუხსნათ ხალხს თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს არჩევნები.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა