ლგბტ პროპაგანდის თემა არის წყალგამყოფ ქვეყნის პატრიოტ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, რომლებიც დღის წესრიგს გარედან მიღებული მითითებებით აწყობენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ ძალებს გარედან ეუბნებიან, რომ მხარი არ დაუჭირონ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს.
„ლგბტ პროპაგანდის თემა არის წყალგამყოფ ქვეყნის პატრიოტ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, რომლებიც დღის წესრიგს გარედან მიღებული მითითებებით აწყობენ. სწორედ ეს არის – რაც უთხრეს გარედან, იმას აკეთებენ. ეუბნებიან, რომ მხარი არ დაუჭირონ ამ კანონს, ამიტომაც მხარს არ უჭერენ. იმასაც ვერ ბედავენ, რომ მოვიდნენ პარლამენტში და ეს საჯაროდ თქვან. წინასაარჩევნო შეხვედრები აქვთ და იციან, რომ კითხვას დაუსვამენ, რატომ უჭერენ მხარს ლგბტ პროპაგანდას; რატომ უჭერენ მხარს, რომ სკოლებსა და ბაღებში ბავშვებთან შეჰქონდეთ სასწავლო მასალებში ლგბტ პროპაგანდის თემები და ა.შ, რატომ უნდა იყოს დაშვებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება ან სამოქალაქო პარტნიორობა და სხვა თემები, რომელზეც სწორედ ეს კანონი არის მომართული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.