თუკი მანამდე დეზინფორმაციის ტალღა მოდიოდა ჩრდილოეთიდან, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, ცრუ ნარატივები ვრცელდება დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„როდესაც საქმე ეხება ფაქტებს და რეალობას, იქ ნათელია საქართველოს ლიდერობა ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით და რიგ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებითაც კი, მათ შორის მმართველობის სხვადასხვა ინდექსით.
თუკი მანამდე დეზინფორმაციის ტალღა მოდიოდა ჩრდილოეთიდან, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ ვართ მომსწრე, რომ ცრუ ნარატივები ვრცელდება დასავლეთიდან საქართველოს წინააღმდეგ.
სხვადასხვა პოლიტიკოსები და ჯგუფები პირდაპირ სიყალბეს და ცრუ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს, თითქოსდა არის დემოკრატიული უკუსვლა, რაც არის ზუსტად ცრუ ნარატივების შექმნა და გავრცელება საქართველოს წინააღმდეგ იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე კვლევებით ან ადამიანის უფლებებით დასტურდება, რომ ეს არის ცრუ ნარატივები“, - თქვა პაპუაშვილმა.