პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს ადგილას სინანულს გამოვხატავდი, სამძიმარს გამოვუცხადებდი გარდაცვლილის ოჯახს, ასეთ ფაქტზე პროპაგანდირება არის მდარე სამარცხვინო საქციელი. ამ ქვეყანაში თუ ვინმე თესავს სიძულვილის, ბოროტების წყარო არის ივანიშვილი.” , - “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი წყალტუბოში “ქართული ოცნების” მხარდამჭერის გარდაცვალებას ეხმიანება.
“პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. სიძულვილი, ძალადობა, ბოროტება - ამ ყველაფრის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მხოლოდ სიძულვილს აფრქვევს ტელევიზიებიდან. თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტებიდან არცერთი არ არის სწორი გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა და კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. ყველა დანარჩენი თქვენს მიერ მოყვანილი ფაქტი არის დამახინჯებული ტყუილი და აქაც ცდილობთ, რომ პროპაგანდისტულად გამოიყენოთ რაც არაერთხელ გამოუყენებია ამ ხელისუფლებას. თქვენს ადგილას სინანულს გამოვხატავდი, სამძიმარს გამოვუცხადებდი გარდაცვლილის ოჯახს და ასეთი მდარე ხარისხის პროპაგანდისტული სამარცხვინო პასაჟების გაკეთება არ არის სერიოზული. ამ ქვეყანაში სიძულვილის წყარო არის ბიძინა ივანიშვილი.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყალტუბოში ოპოზიციის აქტივისტმა „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.