ხელისუფლებას ვთავაზობთ დისკუსიას ხალხის პრობლემებზე, მაგრამ მათი პასუხი ვიხილეთ გუშინ, როდესაც თავს დაესხნენ ირაკლი ეძგვერაძეს, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილს არაფერი აქვს სათქმელი ხალხთან და მხოლოდ იმას ჰპირდება მოსახლეობას, რომ ყველას გააჩუმებს.
ხაბეიშვილი ეძგვერაძის გათავისუფლებას ითხოვს.
“ჩვენი ამოცანაა ყოველდღიურად მოქალაქეებს ვესაუბროთ თემაზე, რომელიც მათ აწუხებთ და ხელისუფლებას ვთავაზობთ დისკუსიას, რომ 350 ათას პენსიონერს გავუუქმოთ კაბალურ პირობებში აღებული სესხი. მათი პასუხი კი ვიხილეთ გუშინ - ირაკლი ეძგვერაძეს დაესხნენ თავს სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი ზონდერები და შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ დააკავეს. ჩვენ გვინდა დისკუსია იყოს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე, რომელიც ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და ცხადია, რომ იღვიძებენ დილით, ფიქრობენ თუ როგორ გადაიხადონ კომუნალური გადასახადები, სესხები, როგორ მოუარონ საკუთარ ოჯახებს, მაგრამ “ქართული ოცნების” პასუხია ირაკლი ეძგვერაძის, ირაკლი ნადირაძის დაკავება, თავდასხმა ჩვენს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებზე - ირაკლი ეძგვერაძე გლდანის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს, ირაკლი ნადირაძე სამგორის შტაბს. ჩვენი ამოცანაა ვისაუბროთ ადამიანების საჭიროებაზე, მაგრამ მათივე ენაზე "დუშკაბინაში" გამოწყობილი ივანიშვილისთვის ეს არის მეასე ხარისხოვანი. მაგალითად საწვავი გაძვირებულია და ღირს სამი ლარი, ივანიშვილის პირობებში თუ ისინი მოიტაცებენ ხელისუფლებას, საწვავის ფასი გახდება 4 ლარი. ამაზე დისკუსია, როგორ დაიკლოს საწვავის ფასმა, როგორ დაიკლოს კომუნალურებმა, ოღონდ ხალხზე არ ასაუბროთ და აკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს - თავდასხმებს, ძალადობას და მთელი წლის განმავლობაში ივანიშვილს არაფერი არ გაუკეთებია გარდა სიძულვილის დათესვისა და რას ესაუბრება ახლა ხალხს წლის თავზე მისი "დუშკაბინით" რომ დადის ჩაწერილი “ტაშით” სხვადასხვა რეგიონში - კი არ ეუბნება, რომ რამეს გააკეთებს, ან ხელფასებს მოუმატებს, ან გადასახადებს შეუმცირებს, არამედ ვინც ამაზე ილაპარაკებს იმას გავაჩუმებ, კონკრეტული მაგალითი მოხდა გუშინ, როდესაც ირაკლი ეძგვერაძეს დაესხნენ თავს, მძევლად ჰყავთ აყვანილი და ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიაში. ირაკლი ეძგვერაძე უბან-უბან, კორპუს-კორპუს დადის, რომ საარჩევნო ხმების მცველები შეაგროვოს და უხსნის ამ ადამიანებს თუ როგორი მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა. ეს აწუხებს ივანიშვილს და აწუხებს ყველა ადამიანი, ვინც საუბრობს პრობლემებზე. უმნიშვნელოვანესია სწრაფად მოხდეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლება იმისათვის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში საარჩევნო კამპანიის წარმართვაში გვეშლება ხელი და კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მთავარი ამოცანაა დისკუსია გაიხსნას ხალხის საჭიროებებზე და ხელისუფლებას, ივანიშვილის ნომინალურ წარმომადგენელს, ირაკლი კობახიძეს ვთავაზობ დისკუსიას და დებატებს ამ თემებზე, რომელიც ეხება ხალხს და არა ხელების გადაგრეხით და თავპირის დალეწვით, რაც მათი ხელწერაა, არამედ დავსხდეთ და თუ გაქვთ სალაპარაკო წლის თავზე ხალხთან, ვისაუბროთ ამ თემებზე თუ როგორ მოგვარდება ეს პრობლემები არ თუ ასე აპირებთ თავდასხმებით და ძალადობით, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენ თუ ძალადობით გააგრძელებთ ამ კამპანიის ჩატარებას, ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად, ისედაც გადაწყვეტილი აქვთ, გაგისტუმრებენ პოლიტიკურ მოუსავლეთში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახლა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ირაკლი ეძგვერაძის გათავისუფლება, რომელიც აბსოლუტურად უკანონოდ ჰყავთ დაკავებული და ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიის წარმართვაში.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.