„ჩვენი არჩევანი არის ემიგრანტების სახლში დაბრუნება, ამისთვის სპეციალურ ფონდს შევქმნით ემიგრანტებისთვის, რომლითაც ისინი უკან დაბრუნდებიან.“- ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოცნებას სიღარიბე მოაქვს, რის გამოც ქვეყანა უამრავმა მოქალაქემ დატოვა.
„ჩვენი არჩევანი არის ემიგრანტების სახლში დაბრუნება, ამისთვის სპეციალურ ფონდს შევქმნით ემიგრანტებისთვის, რომლითაც ისინი უკან დაბრუნდებიან. “ ქართული ოცნება” ამბობს, რომ საქართველოში ყველა კარგად ცხოვრობს და სამუშაო ადგილები შექმნეს. ჩვენ ვამბობთ, რომ 1500 ლარის ქვემოთ როცა არის ხელფასი, ის სამუშაო ადგილად არ ითვლება.
“ქართულ ოცნებას” არაფრად აღელვებს, რომ მილიონი ადამიანი წავიდა უცხოეთში და ამაზე კითხვის დასმისას უზრდელობაზე გადადიან, მდინარაძეს და მის თანაგუნდელებს მივმართავ უზრდელობაში ჩვენ არ აგყვებით.
“ქართულ ოცნებას” მოაქვს სიღარიბე, მხოლოდ თვითონ არიან მდიდრები, ხალხი უკიდურესად ღარიბია, სწორედ ამიტომ მილიონი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან. ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ კეთილდღეობა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ 14 მლრდ ევროს დაფინანსება, ევროპული ფონდები, რომელიც სოფელს, ქალაქს, ყველაფერს დაეხმარება.“ - განაცხადა ვაშაძემ.