ევროკავშირი არის მშვიდობა, რუსეთი არის ომი, ივანიშვილს და მის მოღალატე გუნდს არ აინტერესებს, დავითგარეჯი რომ საქართველოა, მხოლოდ არჩევნებისთვის ახსენდებათ, - ამის შესახებ ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ ირაკლი კობახიძის გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საუბარია, რომ 2024 წლის არჩევნები პრინციპული არჩევნებია.
ბარამიძის თქმით, ხალხს მობეზრდა მათი ტყუილები მათი ფარისევლობა, ამიტომაც მიიღებენ სერიოზულ პასუხს საზოგადოებისგან.
,,პუტინის მონებს არ აქვთ უფლება საერთოდ ისაუბრონ მშვიდობაზე, იმიტომ, რომ პუტინი და იმპერიალისტური რუსეთი არის სწორედ ომი და უბედურება. და ეს იცის ყველა ნორმალურმა ადამიანმა მთელს დედამიწაზე. მხოლოდ ქოცები ცდილობენ, რომ ვინმე მოატყუონ ამ თვალსაზრისით. ევროკავშირი არის მშვიდობა, ევროკავშირი, საითაც ჩვენ წავიყვანთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხი გააკეთებს ამ პრინციპულ არჩევანს, სწორედ კეთილდღეობა, ცივილიზებულობა, ჩვენი კულტურის შენარჩუნება, დაცვა ჩვენი რელიგიის, განვითარება, აი იმ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რომელსაც ისინი ანადგურებენ, გელათის ფრესკები, რომ თავზე გვეყრება, იმ კულტურული მემკვიდრეობის, რომელიც ივანიშვილს და მის მოღალატე გუნდს არ აინტერესებს, დავითგარეჯი რომ საქართველოა, მხოლოდ არჩევნებისთვის ახსენდებათ და 2020 წლის შემდეგ აღარ გახსენებიათ. იმ კულტურული მემკვიდრეობის და ეკლესიების, ჯვრის მონასტრის სახით, რომელსაც არ არემონტებენ, იმიტომ, რომ, ფული რომელიც გამოყოფილია ამერიკის მიერ არის გამოყოფილი და ვინმემ რომ არ თქვას, რომ ამერიკელებმა გაარემონტესო, მათ ეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ბიძინა ივანიშვილი იმიტომ დამარცხდება, რომ მან ეს ყველაფერი აჩვენა ქართველ ხალხს, საყდრისი ააფეთქა, იმიტომ, რომ, თვითონ, თავისი ბიტკოინების ქარხნისთვის უფასო დენი შეიქმნა, ზუგდიდში კი ორი ჩვილი ბავშვი დაიწვა, იმიტომ, რომ მათ დენი არ ჰქონდათ. ამიტომ დემაგოგიას, ამ უნამუსობას, ამ უსინდისობას აქვს საზღვარი და ქართველი ხალხი არც ცხვარია, არც ბრბო და არც მათი მონა, როგორც თვითონ არიან პუტინის მონები, ამიტომ, 2/3 პროცენტს კი არა, ქართველი ხალხისგან ისინი მიიღებენ დიდ პანღურს და მოუწევთ იმ მილიარდების დაბრუნება, რომელი მილიარდებიც ამოიღეს, მოიპარეს საქართველოს ბიუჯეტიდან, როდესაც გადაინაწილეს მთელი ეკონომიკა რამდენიმე ასეულ ოჯახზე და სისხლს წოვენ ქვეყნის ეკონომიკას, თვითონ მდიდრდებიან, ამდენი იმიტომ, რომ, ჯერ მარტო მაჯის საათები უკეთიათ ასობით ათასიანი და შვილებს დაატარებენ ჯეტებით, ვითომ მამების პენსიებით. ვის ატყუებენ, ნაძირალები, გაიძვერები, ამოვიდა ყელში და ამოუვიდა ყელში ქართველ ხალხს, მათი ტყუილები და მათი ფარისევლობა, ამიტომაც მიიღებენ სერიოზულ პანღურს საზოგადოებისგან, არამარტო მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდისგან“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.