ჩვენს გუნდს შეუძლია, რომ ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს, მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრის მხარდაჭერაზე, ერთიანობის მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
გიორგი ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე“ თინა ბოკუჩავასთან ერთად ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე იმყოფება.
გიორგი ვაშაძის თქმით, მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის ე, ერთიანობის მხარდაჭერაზე.
“დემოკრატიული კონგრესი გრძელდება. ჩვენთვის პრიორიტეტი მსხვილ კომპანიებთან შეხვედრაა, რადგან ჩვენს გუნდს შეუძლია, რომ ამერიკული სიკეთეები საქართველოში მოიტანოს.
მნიშვნელოვანია აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დონეზე, უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ, მაგრამ აქვე ყველაზე მნიშვნელოვანია შევქმნათ სამუშაო ადგილები, კონკრეტული ინვესტიციების წყარო, სწორედ ამერიკული ინვესტიციების დახმარებით.
ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, არა მხოლოდ კომპანიებთან არამედ ილინოისის, ვინსკონსინის გუბერნატორებთანაც, სადაც დიდი ინტერესია საქართველოსთან
მიმართებაში.
რატომ?! იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი, ნამდვილად თავისი ისტორიული ფუნქციის რეალიზების და მსხვილი კომპანიების მოზიდვის ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად.
მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრის მხარდაჭერაზე, ერთიანობის მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.