ქართველი რეჟისორის, ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მხატვრული ფილმი, "წმინდა ელექტროენერგია" ლოკარნოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და ოქროს ლეოპარდი აიღო.
ფილმის პრემიერა სწორედ ლოკარნოს კინოფესტივალზე შედგა, Concorso Cineasti del Presente-ის საკონკურსო სექციაში. "წმინდა ელექტროენერგია" საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებულია და ის საპროდუსერო კომპანია "ნუში ფილმმა" გადაიღო. ქართულ-ნიდერლანდური ფილმის თანაპროდუსერები არიან ორი ჰოლანდიური ორგანიზაცია GoGoFilm და The FilmKitchen, ასევე ქართული Arrebato Film.