ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა, რადგან მეორე მხარეს არის პრორუსული ქართული ოცნება" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
"მე ნაციონალური მოძრაობა არ დამიტოვებია და სადაც ვიყავი, იქ ვრჩები, წინადადება შემომთავაზა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ გარკვეული პოზიცია დამეკავებინა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. ამაზე პარტიაშიც გვქონდა დისკუსია და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის, ასევე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, იმ ადამიანებს, ვინც დღეს მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას. გეგმებს რაც შეეხება, მთავარი გეგმა არის დიდი გამარჯვება 26 ოქტომბერს. მოგეხსენებათ, ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე დიდი და მყარი ოპოზიციური პარტია და მე ვისურვებდი, რომ უფრო დიდი პოლიტიკური ერთობა გვენახოს და ნაციონალურ მოძრაობას არაერთხელ გამოუთქვამს ამის მზაობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს, მაგრამ საქართველოში არ უნდა დარჩეს არცერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომლის ხმები, შესაძლოა, მოიპაროს ქართულმა ოცნებამ და ასევე გვჭირდება ფუნდამენტური თანხმობა იმაში, რომ არ მივცეთ საშუალება ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების წარმომადგენლებს, რომ ზოგადად, ქართველი ხალხის ნება მოიპარონ ზოგადად, ამ არჩევნებზე. ამისთვის აუცილებელია კოორდინაცია, მეტი პოლიტიკური პარტიის ჩართულობა, ერთიანი პოზიციების შემუშავება ერთად სვლა და ქართველ ხალხთან ერთად გამარჯვება.
მე მივესალმები ყველანაირ გაერთიანებას, ახლა არ არის იმის დრო, რომ წარსულში ვიქექოთ, ახლა ერთიანობისა და გაძლიერების დროა, რადგან მეორე მხარეს არის ქართული ოცნება, რომელიც არჩევნებს როგორც აატრებს, კარგად ვიცით. ამიტომ მას ქართველი ხალხის ხმები არ უნდა მოვაპარინოთ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მობილიზაცია, რომ ჩვენი ქვეყნის ოპოზიურად განწყობილი ამომრჩევლის არცერთი ხმა არ წავიდეს ქართული ოცნების ყულაბაში. შეიძლება არსებობდეს ადამიანებსა და ჯგუფებს შორის გარკვეული განსხვავებები, მაგრამ ნათელია, რომ კოალიციაში შემავალი ყველა ძალა არის პროდასავლური, რომელიც წაიყვანს საქართველოს ევროპისკენ, განსხვავებით ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნებისა, რომელმაც ძალიან კარგად დაგვანახა, რა გააკეთა, როცა მიიღო რუსული კანონი, ამიტომ, პროდასავლური ძალების გაერთიანება ყველანაირი ფორმით მისაღებია და მათ უნდას შეძლონ პრორუსული "ქართული ოცნების" დამარცხება", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.