მიხარია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ერთიანობისკენ, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძე ყრილობაზე, სადაც ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველო მათ კოალიციას უერთდება.
„მიხარია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ერთიანობისკენ, მიხარია, რომ „ევროპული საქართველო“ აქ არის, „ევროპული საქართველოც“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არის, ჩვენ, სტრატეგია აღმაშენებელი აქ ვართ, ჩვენი აკადემიკოსები და დიპლომატები აქ არიან, გია აქ არის, ლაშა აქ არის, დამოუკიდებელი დეპუტატები აქ არიან, ვფართოვდებით, ვიზრდებით, მეტნი ვართ, იმიტომ, რომ გამარჯვების გზა არის ერთიანობაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, გაერთიანების მთავარი მოტივატორი მიხეილ სააკაშვილი იყო.