"ქართული ოცნება“ დიდ შავ ფულს დახარჯავს, გამოცლილი აქვს საზოგადოების მხარდაჭერა" - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
"ქართული ოცნება დიდ შავ ფულს დახარჯავს, გამოცლილი აქვს საზოგადოების მხარდაჭერა" - ამის შესახებ "ერთიანობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე "ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ ერთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ლარით შეივსების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბიზნესი დიდი წნეხის ქვეშაა.
,,ბიზნესი არის წნეხის ქვეშ, არის კორუფციული ბიზნესი, რომელიც ბიუჯეტიდან სარგებელს იღებს და მეორე კატეგორია, ვინც წნეხის ქვეშ არის თუ არ შესწირავს ‘’ქართულ ოცნებას“ პრობლემა იქნება. ‘’ქართული ოცნება’’ დიდ შავ ფულს დახარჯავს ახლა, გამოცლილი აქვს მხარდაჭერა საზოგადოებისგან და შეეცდება ბევრი ფულის დახარჯვას. ფულის გათეთრებაში, აგერ ვხედავთ ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ ქოლ-ცენტრების მთელი სისტემა აქვთ დაქოქილი იმისთვის, რომ შავი ფული იშოვონ და მოახმარონ მათ პარტიას და პოლიტიკურ მიზნებს. შესაბამისად, სჭირდებათ ხალხი, ვინც შესწირავთ ამ ფულს. ეს არის კანონდარღვევა"- აცხადებს გიორგი ვაშაძე.