შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში აგზავნის ატომურ წყალქვეშა ნავს Georgia, და ასევე აჩქარებს ავიამზიდ Abraham Lincoln-ის განლაგებას.
ამის შესახებ განცხადებას პენტაგონი აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.
„მდივანმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ვალდებულება მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ისრაელის დასაცავად და აღნიშნა აშშ-ის სამხედრო პოზიციისა და შესაძლებლობების გაძლიერება ახლო აღმოსავლეთში რეგიონული დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.
ამ ვალდებულების განმტკიცების მიზნით, მდივანმა ოსტინმა უბრძანა ავიამზიდ Abraham Lincoln-ის დამრტყმე ჯგუფს, რომელიც არჭუტვოლია F-35C-ის ტიპის გამანადგურებლებით, დააჩქაროს მისი განლაგება ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, ავიამზიდ Theodore Roosevelt-თან ერთად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ოსტინმა მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავის, Georgia (SSGN 729)-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის რეგიონში გაგზავნის ბრძანება გასცა.
ოსტინმა და გალანტმა ასევე განიხილეს ისრაელის ოპერაციები ღაზაში და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის შემცირების მნიშვნელობა, ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალი პროგრესი და ღაზაში მძევლების გათავისუფლების საკითხი.
გარდა ამისა, მხარეებმა წამოჭრეს ირანის, „ჰეზბოლას“ და რეგიონში ირანთან დაკავშირებული სხვა ჯგუფების აგრესიის შეკავების საკითხი.