პენტაგონში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიებზე თავდასხმა არ გამოიწვევს კონფლიქტის ესკალაციას. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერის მოადგილემ საბრინა სინგჰმა განაცხადა.
ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს რაიმე გზით გააძლერებს ესკალაციას. არა, რადგანაც, ბოლოსდაბოლოს, უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენული ტერიტორიებისთვის, სადაც შეიჭრა მისი მეზობელი. ასე რომ, თუ ჩვენ გვსურს დაძაბულობის განმუხტვა, საუკეთესო გზაა, რომ პუტინმა დღეს მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინიდან ჯარის გაყვანის შესახებ“, – უპასუხა სინგჰმა ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ აშფოთებთ პენტაგონში კურსკში საბრძოლო მოქმედებების ფონზე ესკალაციის გაზრდა.
სინგჰმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას კიევის მიერ მოთხოვნილი საშუალებებისა და სისტემების მიწოდებით.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას შესაძლებლობებით და სისტემებით, რომლებიც მას სჭირდება. ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ ეს რამენაირად ესკალაციას გამოიწვევს. უკრაინა აკეთებს, რაც მას სჭირდება, რომ იყო წარმატებული ბრძოლის ველზე“, – განაცხადა სინგჰმა.
მან ასევე თქვა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის წინსვლა აშშ-ის პოლიტიკასთან თანხვედრაშია, თუმცა დასძინა, რომ აშშ კვლავაც არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიის შიგნით შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებას.