საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით ომის დანაშაულები ქართველ ჯარისკაცებს დააბრალა.
მისივე თქმით, 2008 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, რუსეთ-საქართველოს ომი არ მოხდებოდა.
„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან გვაქვს საქმე. ნაციონალური მოძრაობა ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც აგვისტოს ომის თარიღებს კი არა შობის თარიღებს წევს, მეორე მსოფლიო ომის თარიღებს წევს. ვხედავთ ჩვენ, რომ მათთვის ეს არის ჩვეულებრივი რიცხვები, როგორც მათთვის ქვაღორღი იყო ის სოფელი, რომელიც კონტროლით საქართველომ მაშინ დაკარგა. გუშინ, რომ ამოვიდნენ ჭირისუფლები, რომ არ ნახეს, არე დაფიქრდნენ, რომელ დღეს ამოვიდნენ?. დღეს, რომ ჭირისუფლები აქ არიან და ისინი აქ არ არიან ამოსულები არ ფიქრობენ ამაზე. ეს არის ზუსტად, თავქარიანი და მოღალატეობრივი ორგანიზაციის არსი. მიატოვეს დაღუპული ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები და ამას ზედ დააყოლეს ის, რომ მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, რომლითაც ამ ომ გამოვლილ ჯარისკაცებს აბრალებდნენ ომის დანაშაულს. ‘’ქართულმა ოცნებამ’’ შემოაბრუნა ეს სასამართლო პროცესი. ზუსტად ეს უნდა იქნას, გამოძიებული, რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში, როგორც 2022-ში არ დავუშვით ომი საქართველოში, ასევე 2008 წლის აგვისტოში არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა დაღუპული ჯარისკაცების, სამოქალაქო პირები, არ იქნებოდა უამრავი დაჭრილი", - ამბობს პაპუაშვილი.