საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, განსაკუთრებით გამოიკვეთა პროცესში უცხოური ჩარევა.
„სამწუხაროდ, საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს დარღვევების ფონზე. განსაკუთრებით გამოიკვეთა დარღვევის სხვადასხვა სახე, მათ შორის უცხოური ჩარევა წინასაარჩევნო პროცესში. დანიის მაგალითი არის ამის საჩვენებლად ყველაზე კარგი მაგალითი. პროპაგანდას ეწევიან პარტიები, ვხედავთ, რომ კრიმინალის რომანტიზება ხდება საარჩევნო აგიტაციის შეხვედრებში და უცხო ქვეყნის დაფინანსებით რადიკალური პარტიები ეწევიან აგიტაციას. ვნახეთ, „ენდიაის“ მიერ ჩატარებული ღონისძიებები, როგორც ჩანს, ჯერ ისევ წინ გვაქვს უცხოური ჩარევა საარჩევნო პროცესში. ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან ჩართული საარჩევნო აგიტაციაში, რაც არის დარღვევა, ნეიტრალურობის პრინციპიდან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეხვედრები, სადაც პირდაპირ აგიტირებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. იმედი მაქვს, „ეუთო/ოდირის“ მისია, რომელიც პროცესებს ჯერ შორიდან აკვირდება,ასევე სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, დასკვნებს ასახავენ. ჩვენ ამას ვაკვირდებით და გვაქვს შესაბამისი საჯარო რეაგირება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.