სალომე ზურაბიშვილის სახით ტრიბუნასთან იდგა და მედიის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა არც მეტი, არც ნაკლები „ნაციონალური მოძრაობის“ დაბალი რანგის, უნიჭო პროპაგანდისტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გაუწიოს პროპაგანდა.
„სალომე ზურაბიშვილი არის ძალიან ისეთ დიდი პოლიტიკური აბსურდის სპირალში შესული, რომელშიც თვითონაც იცის, რომ გამოსვლა ძალიან გაუჭირდება, შეუძლებელიც კი იქნება. ის ცდილობს კონკრეტული პირებს, ვითომ ნეიტრალურებს, სინამდვილეში კი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, გაუწიოს პროპაგანდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გუშინ სალომე ზურაბიშვილის სახით ტრიბუნასთან იდგა და მედიის წარმომადგენლებს ესაუბრებოდა არც მეტი, არც ნაკლები ნაციონალური მოძრაობის დაბალი რანგის, ძალიან უნიჭო პროპაგანდისტი. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აგიტაციის წამოწყება და ამის ერთ-ერთ მონაწილედ ყოფნა, სალომე ზურაბიშვილისთვის იქნება პოლიტიკური განაჩენი. იგი ძალიან მალე ნახავს, რომ მარცხი, რომელსაც ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გამოუტანს კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას, იმდენად მწარე და მასშტაბური იქნება, თვითონაც კი ვერ წარმოიდგენენ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.