რუსული კანონის შედეგია, რომ საქართველო მოექცა სრულ იზოლაციაში, შეჩერდა ევროპული ინტეგრაცია, უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი, დაიწყო აქტივისტების, პოლიტიკოსების ცემა, მედია საშუალებების დევნა, ეს ყველაფერი კი არის კანონის ამოქმედების გამოვლინება, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის რეესტრის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ უპირველესად უდა შეიცვალოს რუსული კანონი.
„ეს კანონი გვაკარგვინებს ყველა ჩვენს მეგობარს, გვრიყავს და იზოლაციაში გვაქცევს მთელი დასავლური სამაყროსგან და რა თქმა უნდა, 26 ოქტომბრის გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთი პირველი რაც უნდა შეიცვალოს, ეს არის რუსული კანონი, რომელიც არის გეოპოლიტიკური ჩიხი ჩვენი ქვეყნისთვის. ივანიშვილმა ეს კანონი აამოქმედა იმის შემდგომ, რაც დაიწყო მასზე საუბარი. ამ კანონის შედეგია ის, რომ ჩვენ დავრჩით მეგობრების გარეშე, შეჩერდა ჩვენი ევროპული ინტეგრაცია, შეჩერდა უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახს ეხებოდა, დაიწყო სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების ცემა, დევნა მედია საშუალებების და შეგვემატა პოლიტიკური პატიმრები. ეს ყველაფერი არის კანონის ამოქმედების გამოვლინება.“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.