მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს, რომ აგენტების რეესტრში თვითონ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები დარეგისტრირება, რუსეთის აგენტებად, - ამის შესახებ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„მომდევნო ნაბიჯი, მემგონი უნდა იყოს, რომ მაგ აგენტების რეესტრში თვითონ ოცნების მაღალჩინოსნები დარეგისტრირდნენ, როგორც უკვე, რუსეთის აგენტებად. ეს უნდა იყოს რეალურად შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც ქართული საზოგადოება,ჩვენი ერთიანობით განვახორციელებთ 26 ოქტომბრის შემდეგ.
გამჭირვალობა აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ, ქართული ოცნების ყველა ის წარმომადგენელი, ვინც რუსეთზე მუშაობს, ვინც ოფშორებიდან თანხების გადმორიცხვას ისე გეგმავს, რომ გადასახადი არ გადაიხადოს და საერთოდ, იმ თანხების წარმოშობა იყოს უცნობი, ამ მიმართულებით, გამჭირვალობა, უაღრესად მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ განხორციელდება“. განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, გამჭირვალობის კანონთან და ენჯეოების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.