“ქართულმა ოცნებამ” და პირადად ივანიშვილმა ქუთაისს წაართვა განვითარების მთელი 12 წელი, შეაჩერა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი და ახლა დაპირება, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ქუთაისისთვის, არის მორიგი წინასაარჩევნო აფიორა, - ამის შესახებ განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.
ირაკლი ნადირაძე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” განცხადებას, რომლის თანახმად, ქუთაისის პარლამენტის შენობა ტექნოლოგიურ ჰაბად უნდა გადაკეთდეს
“ქართულმა ოცნებამ” და პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოპარა მთელ ქუთაისს წარმატების და განვითარების 12 წელიწადი. შეაჩერა რა, ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც დაწყებული იყო მიხეილ სააკაშვილის დროს და ახლა დაპირება, რომ თითქოს ქუთაისისთვის და ქუთაისელებისთვის ყველაფერს გააკეთებს, ეს არის მორიგი წინასაარჩევნო აფიორა, რადგან აქამდე ამ ადამიანს არაფერი არ გაუკეთებია და ისეთივე ტყუილი დაპირებაა, როგორიც იყო იაფი ფული, ასი ქარხანა, კომუნალური ტარიფების განახევრება, მილიონი ყველა სოფელს და ა.შ. ეს პროექტები ქუთაისისთვის და მთელი საქართველოსთვის აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც რუს ოლიგარქ ივანიშვილს და მის კორუმპირებულ “ქართულ ოცნებას” მოვაშორებთ და საქართველოში გაგრძელდება ის კეთილდღეობა და აღმშენებლობა, რომელიც იყო 2003 წლიდან 2012 წლამდე.” - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ