"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად, „დემოკრატიის ფესტივალს“ ესწრებიან. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით - „დღევანდელი ღონისძიება არის ორგანიზებული EECMD-ის მიერ, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დიდი ხანია ფუნქციონირებს საქართველოში. დემოკრატიის ფესტივალი წინაზე ჩატარდა წალენჯიხაში, სადაც ასევე ვიმყოფებოდით და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ღონისძიებებში მრავალპარტიულ ფორმატში მონაწილეობის მიღება, მათ შორის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა დაინახონ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის დემოკრატიის გაძლიერება შეუძლიათ თანამშრომლობა, შეუძლიათ ერთად მუშაობა. ეს არის ის მოლოდინი, რომელიც არსებობს დღეს საზოგადოებაში და ბუნებრივია, ჩვენი ვალია, როგორც პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების, რომ ამ საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ.
დემოკრატიის ფესტივალზე ასევე მოწვეული იქნებოდა ივანიშვილის პარტია, რომელიც ყოველთვის უარს აცხადებს მრავალ პარტიულ ფორმატებში მონაწილეობის მიღებაზე, რადგან მათი ინტერესი არ არის დემოკრატიული განვითარება, არც მრავალპარტიული განვითარება და არა საქართველოს მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკა, არამედ ერთპარტიული, ერთპიროვნული პოლიტიკა, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის ძალაუფლების განმტკიცებას. მათ სურთ დეზინფორმაციით, ყალბი შიშის დათესვით შეინარჩუნონ ძალაუფლება.
მთელი არსი დემოკრატიის ფესტივალის არის ის, რომ შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოს მოქალაქეებს გაეცნონ პოლიტიკური პარტიების პროგრამებს, წინასაარჩევნო პროგრამებს.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.