„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავის ბაზარში მოსახლეობას ხვდებია
ლიდერები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავის ბაზარში მოსახლეობას ხვდებიან და ერთიანი საქართველოს რუკებს არიგებენ.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ ყველგან, სადაც არის ქართველი ამომრჩევლის ხმა. ყველაზე საინტერესო, რაც ახლა აღმოვაჩინეთ არის ის, რომ ყველაზე მეტად მოსწონთ საქართველოს რუკა, რასაც ვარიგებთ - ეს არის ერთიანი საქართველოს რუკა, რომელშიც შედის საქართველო მთელი თავისი ტერიტორიებით, რომელსაც არ აღიარებს რუსეთი, ჰამასი, ირანი, მაგრამ აღიარებს ევროპა.
ჩვენ ასევე მონაწილეობას ვიღებთ დემოკრატიის ფესტივალში, სადაც ადამიანები გვაჩვენებენ თავიანთ მიღწევებს, ახალ პროდუქციას, რომელიც ევროპული დახმარებით შეიქმნა საქართველოში და ყველა იმედის თვალით გვიყურებს, რომ ეს ევროპული პერსპექტივა ჩვენ არ დაგვეკარგება. თელავში განსაკუთრებით პოპულარულები ვართ გიორგი ბოტკოველის დამსახურებით, რომელიც ძალიან უყვართ აქ.“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.