ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი, აშშ-ის მიერ, საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონიანი დახმარების შეჩერებას ეხმიანება.
"ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობისთვის საგარეო დახმარების უმეტესი ნაწილის შეჩერების თაობაზე, მნიშვნელოვანი და აუცილებელი პასუხია ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე.
საქართველოს მთავრობის ბოლო ქმედება - განსაკუთრებით რუსული სტილის აგენტების კანონის ამოქმედება - წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას სამოქალაქო საზოგადოებაზე და დამოუკიდებელ მედიაზე.
ასეთი ზომები ძირეულად ეწინააღმდეგება ევროატლანტიკურ მომავალს, რომელსაც ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს.
საქართველოში აგენტების კანონის მიღებამ და მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევამ, გვაჩვენა მისი დემოკრატიული უკანდახევის საგანგაშო, მკვეთრი სურათი.
დახმარების შეჩერება, რომელსაც სარგებელი მოაქვს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისთვის მეტყველებს ჩვენი ქვეყნის მტკიცე ერთგულებაზე, იდგეს ქართველი ხალხის გვერდით და მხარი დაუჭიროს მათ დემოკრატიულ მისწრაფებებს". - აღნიშნულია განცხადებაში.