„როდესაც პარტნიორად არ ირჩევ დასავლეთს და ირჩევ რუსეთს ან სხვა არადემოკრატიულ რეჟიმს, შესაძლოა ტერორისტებისა და ომის დამნაშავეების გვერდითაც აღმოჩნდე” - გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტზე
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ირაკლი კობახიძის ვიზიტს გამოეხმაურა, სადაც ასევე „ჰამასის“ ლიდერიც იმყოფებოდა.
გიგი წერეთელის თქმით, ეს ყველაფერი სამწუხაროა, თუმცა გასაკვირი არ არის.
„როდესაც შენ, როგორც ქვეყნის ხელისუფლება, ირჩევ სხვა ორბიტას და არა დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, როდესაც მოგწონს რუსეთი ან სხვა რომელიმე არადემოკრატიული რეჟიმი და იქ არსებული მართვის მოდელი იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, აღმოჩნდები ისეთი ადამიანების გვერდით, როგორიცაა ტერორისტი, ომის დამნაშავე და ა.შ“ - თქვა გიგი წერეთელმა.