ღირსებით ორ ფეხზე დგომა კობახიძისთვის სწორედ „ჰამასის“ ლიდერების გვერდზე დგომას ნიშნავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
აქუბარდიას თქმით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ როგორ შეატრიალა საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო კურსი რუსეთისკენ.
„ირანში, სადაც შეძახილები "სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს" ისმოდა, ამ ვითარებაში ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმის, თუ როგორ დაუმგებორდა ავტორიტარულ ქვეყნებს "ქართული ოცნება" და როგორ უჭერს მხარს რუსეთის მოკავშირეებს მიუხედავად იმისა, რომ ირანული დრონებით უამრავი ადამიანი იღუპება უკრაინაში საერთო მტერთან ბრძოლაში. ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმ საგარეო პოლიტიკის შემოტრიალების, რომელიც რუსულ ორბიტაზე აბრუნებს საქართველოს და ეს კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელია, რომ ღირსებით ორ ფეხე დგომა, სწორედ ჰამასის ლიდერების გვერდზე დგომას ნისნავს ირაკლი კობახიძისთვის, - ამბობს თეონა აქუბარდია.
ირანის პრზეიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების გარდა ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერები, ასევე თეირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტებისა და ლიბანის „ჰეზბოლას“ უმაღლესი წარმომადგენლები.