იმედია, შევიტან ჩემს წვლილს ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი საუბრობს და ქართულ ენაზე ვიდეოს აქვეყნებს.
„მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ გარეტი, დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში. მალე დავიკავებ ჩემს თანამდებობას თბილისში, მაგრამ ახლა ვიმყოფები ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკასთან ახლოს, სადაც ინახება საქართველოს გარეთ ყველაზე დიდი ხელნაწერთა კოლექცია. ამ კოლექციამ მოახდინა ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება. აქ ვნახე ორი ხელნაწერი. ეს არის შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ უძველესი ეგზემპლარი და წავიკითხე ამ პოემის ინგლისური თარგმანი, ეს არის საოცარი ეგზემპლარი. საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს ისტორია და კულტურა აერთიანებს და იმედი მაქვს, ჩემს წვლილს შევიტან ჩვენს მჭიდრო პარტნიორობაში“ , - განაცხადა გარეტ უორდმა.