"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ემიგრანტებს მიმართა და მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობისათვის გაიარონ რეგისტრაცია.
“ემიგრანტებო, ჩემო ძვირფასებო, თქვენ უმძიმესი პირობებიდან მოგიწიათ ქვეყნიდან წასვლა.
იმიტომ, რომ აქ არ არის სამუშაო ადგილები, ფასები მაღალია და რთულია შეინახო ოჯახი. დღეს თქვენს ხელშია მართლაც მნიშვნელოვან წილად საქართველოს ბედის გადარჩენა.
გუშინ “ქართული ოცნების” ყველა წევრი გამოვიდა და პირდაპირ ღიად თქვა, რომ მათ არ უნდათ თქვენ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა.
ისინი არ აპირებენ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას, მაგრამ გამოსავალი არის.
ძალიან გთხოვთ, ძალიან ცოტა დრო დარჩა, დაახლოებით თვენახევარი, ყველამ უნდა გაიაროთ საკონსულო აღრიცხვაზე, რეგისტრაცია იმისთვის რომ თქვენ მოხვდეთ საარჩვენო სიაში, იმისთვის რომ თუნდაც იმ უბნებზე, რომლებიც გახსნილი იქნება უცხოეთში, თქვენ გქონდეთ საარჩევნო ხმის მიცემის უფლება.
თქვენს ხელშია საქართველოს ბედის გადაწყვეტა, რაც მეტი ემიგრანტი გაივლით რეგისტრაციას, მით მეტი შანსია, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ საქართველოში, რომელიც იქნება ერთიანობის საქართველო და არ იქნება დაპირისპირების საქართველო.
ჩვენ ვიცხოვრებთ საქართველოში სადაც თქვენ შეგეძლებათ უკან სამშობლოში დაბრუნება.
მე მესმის, რომ თქვენ გულისწყრომით ამბობთ ჩვენზეც, რომ ვერ შეიქმნა ქვეყანაში ის გარემო, რომ თქვენ გქონოდათ თქვენს ოჯახებთან, თქვნს შვილებთან, თქვენს მშობლებთან ცხოვრების საშუალება.
მერწმუნეთ, რომ 26 ოქოტმბერი არის გადამწყვეტი დღე, როცა თქვენ შეგიძლიათ შეატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა.
ხელისუფლება, რომელმაც თქვენ გაიძულათ ქვეყნიდან წასულიყავით, შეგიძლიათ გაუშვათ და წავიდეთ პირდაპირ ევროკავშირისკენ.
ახლა ხელში უამრავი ემიგრანტის წერილი მიჭირავს, როგორ წერთ საელჩოებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცეესკოს, იმისთვის რომ გახსნან უბნები და რამდენად უსუსური პასუხებია მათი მხრიდან, მაგრამ დღეს გამოსავალი არსებობს. გაიარეთ საკონსულო რეგისტრაცია. მე პირადად ჩემს გვერდზე, თუ გნებავთ მომწერეთ ფეისბუქზე, ყველას გაგატარებთ რეგისტრაციაში, პირველი განცხადებიდან უკვე 1000-ზე მეტმა ადამიანმა მოგვწერა და გავატარეთ, ყველას ვეხმიანებით. აქ სხედან იურისტები, რომლებიც ყველას დაგეხმარებიან სახლიდან გაუსვლელად, ფოტოსურათის პრობლემის გადაწყვეტა იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაგიმარტივოთ რეგისტრაციის პროცედურა, ოღონდ მოგვწერეთ.
დამიაკვშირიდით პირადად მე ფეისბუქზე, არის სხვა პლატმორფები, ძალიან კარგი ინიციატივა აქვს ემგიდის, ძალიან კარგი ინიციატივა ჩვენი ემიგრანტების თაობები სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენეთ რომელი მექანიზმიც გინდათ. მთავარია გაიაროთ საკონსულო აღრიცხვა, იმიტომ რომ თქვენს ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედის გადაწყვეტა, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და მადლობა თქვენ აქტიურობისთვის და კიდევ უფრო მეტად საჭიროა და თქვენი ჩართვა და აქტიურობა.” - გიორგი ვაშაძე