აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თანამდებობიდან უნდა გადაგეს.
„ჯო ბაიდენი თუ არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის, ის სასწრაფოდ უნდა გადადგეს. 5 ნოემბერი საკმარისად მალე ვერ მოვა," - განაცხადა მაიკ ჯონსონმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. ამის შესახებ ბაიდენმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში განაცხადა.
ბაიდენის განცხადებით, ის აღარ გააგრძელებს ბრძოლას მეორე საპრეზიდენტო ვადით გამარჯვებისთვის.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება "ქვეყნისა და პარტიის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღო".
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის დასახელებას უჭერს მხარს და დემოკრატებსაც იგივესკენ მოუწოდებს.